"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი კანდიდატურა დღეს წარუდგინა საზოგადოებას.
"მაქვს რწმენა, რომ წარდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ის არის განსაკუთრებულად ერუდირებული ახალგაზრდა მენეჯერი, რომელმაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო იმ პოსტზე, რომელზეც მუშაობდა აქამდე. ვფიქრობ, რომ ის იქნება აბსოლუტურად შეუცვლელი პარლამენტარი და ძალიან კარგად წარმართავს იმ საქმე,ს რომელსაც ჩააბარებენ", – თქვა მედიის წარმომადგენლებთან თემურ ჭკუასელმა.