დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა.
რესპონდენტთა 15.9%-მა თქვა, რომ კანაფი (იგივე მარიხუანა) ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია. ცხოვრების მანძილზე მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო მამაკაცებში, ვიდრე ქალებში (32% vs 2.9%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონს შორის, ორივე სქესის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მოხმარების მიხედვით, საქართველოში გურია ლიდერობს, ხოლო კონკრეტულად ქალებს შორის – სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში კი მხოლოდ ქალები მოიხმარენ მარიხუანას.