საჭირო მასალა: ოთხი ცალი სულგუნის ფირფიტა, ოთხი ცალი ბადრიჯნის მოგრძო ნაჭერი, ოთხი ცალი ძეხვის ან ლორის თხელი ნაჭერი, ერთი ცალი მწიფე პომიდორი, ორი ს/კ ზეთი, რეჰანი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდორი ოთხ თხელ ფირფიტად გავჭრათ და მაღალ ცეცხლზე შევწვათ ორივე მხრიდან. მოვაყაროთ მარილი და დავდოთ ცალკე. მერე ასევე შევწვათ ბადრიჯანი. დავდოთ ცალკე. ავიღოთ სათითაოდ სულგუნის ფირფიტა, გავშალოთ. დავაწყოთ ზედ თანმიმდევრულად თითო ნაჭერი ბადრიჯანი, პომიდორი, ძეხვის ან ლორის ნაჭერი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, წიწაკა. გადავახვიოთ სათითაოდ. მერე შევდოთ ჰაერღუმელში 5-7 წუთით, ისე რომ სულგუნი არ დადნეს და მალევე გამოვიღოთ. ზემოდან გავაფორმოთ რეჰანის ფოთლებით.
თუ გვინდა, დავჭრით, თუ არა და, შეიძლება, თითო ხვეული მივართვათ თითოეულ სტუმარ პერსონას თუ ოჯახის წევრს.