ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის და ზაურ თენიეშვილის საფლავები მოინახულა.
“დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. 8 აგვისტოს საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცები დაკარგა. აუნაზღაურებელია ის დანაკლისი, რომელიც ერმა 2008 წელს განიცადა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩემს ქვეყანას მშვიდობიან მომავალს ვუსურვებ", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.
“ეს დღე ჩემთვის ორმაგად მძიმეა, რადგან აგვისტოს ომში ჩემი ორი შვილი იბრძოდა. ერღი ცოცხლად გადამირჩა, ის დღესაც ჯარისკაცია და ქვეყნის ღირსებას იცავს. როდესაც ჩემი შვილის დაღუპვის ამბავი გავიგეთ, პირადად ოჯახს მოგვიხდა ომის წინა ხაზიდან ცხედრის გამოყვანა. ძალიან მიჭირს, თუმცა, მაინც ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავდა" _ გვითხრა თამაზ ნიკიტინის დედამ, ლალი მჭედლიძემ.
გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოგვიანებით, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავთან იმყოფებოდნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.