პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე უხელმძღვანელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებაში უკვე გავიდა.
შტაბის ხელმძღვანელის ოფიციალური წარდგენა, "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ოფისში მომავალ კვირასაა დაგეგმილი.