ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს ჩართვას.
ძიმისტარაშვილმა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის მედია ცენტრში პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა მედიის წარმომადგენლებისთვის.
“მინდა გითხრათ, რომ “ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ბეგლარ სიორიძე ემზადება დიდი გაყალბებისთვის. მას რამდენიმე გაყალბების სცენარი აქვს შემუშავებული. ერთ-ერთზე მართლაც რომ ვერაგულზე ახლა მოგახსენებთ. თუ კი ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატები პირველ ტურში საერთო ჯამში აიღებენ 20-25%-ს, ოცნება ბეგლარის თავკაცობით შეეცდება მეორე ტურში ამ ხმების მიტაცებას და ჩემს დამარცხებას“, _ ამბობს გოჩა ძიმისტარაშვილი.
„ქართული ოცნებას“ არასდროს გაუყალბებია არჩევნები და არც ახლა მოხდება გაყალბება. გოჩა ძიმისტარაშვილს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა წარმართოს თავისი საარჩევნო კამპანია. ერთი შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ მისი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“, _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.