მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook-ის 2016 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ „Financial Times“, კორპორაციის მიერ საფონდო ბირჟაზე წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პირველ ნახევარში კორპორაციის მოგება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა. ამის გათვალისწინებით შემოსავლებმაც დაიკლო და 1,06 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Facebook-ის მენეჯმენტში მოგების მიღების ვარდნას ხარჯების გაორმაგებულ, 677 მილიონი დოლარით ზრდას ასახელებენ.