https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ირინე საჯაია

15:08; 15.08.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

8 აგვისტო, ორშაბათი

მეც მინდოდა დამეწყო დილას ჩაის ან ყავის დალევით ვიწყებ-მეთქი, მაგრამ არ გამომივა როცა 8 აგვისტოა და მართლაც მძიმე ორშაბათია, მთელი სიმძიმის შეგრძნებით. 08.08.08. _ 8 წლის შემდეგ აგვისტოს ომი როცა გახსენდება მშვიდად ვერ იქნები; როცა იცი, რომ შენი მეზობელი, შენი ქვეყნის ოკუპანტია, როცა ირგვლივ ყველა და ყველაფერი ამ ომს უკავშირდება. დიდება გმირებს, რომლებმაც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას თავი შეწირეს და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ომს ემსხვერპლნენ. 

2008 წლის 7 აგვისტო მახსენდება. ამ დღეს შვებულებაში გავედი და ბათუმში გავემგზავრე. მაშინაც საკრებულოს წევრი ვიყავი. იმ დღესვე სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში. საგანგებო შტაბები ამოქმედდა  მუნიციპალიტეტებში. სამხედრო ფორმა გავამზადე… კოშმარი დაიწყო… ამის შემდეგ აგვისტოში შვებულებაში აღარ გავდივარ…

“პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში მრავალგზის“. ეს ჩერჩილის სიტყვებია. კი, პოლიტიკაში ყოფნა ძალიან ძნელია ქალი იქნები თუ კაცი. მე კი საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, ბვრჯერ ,,მომკლეს“, მაგრამ… მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახლავართ. ვთვლი რომ, თვითმმართველობა ჩემი პროფესიაა.

ჩემი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში _ სამსახურში მოვედი. კოლეგებთან და თანამშრომლებთან ერთად ომის თემაზე და ზოგადად პოლიტიკაზე საუბრით ვიწყებთ.

 ახალი წერილიც დამეწერა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. შევისწავლე და კომისიის სხდომა დავგეგმე.

  9 აგვისტო, სამშაბათი

ძალიან ცხელა. მეზობლები წამოვიყვანე ქალაქამდე, მათგან ბევრ რამეს ვიგებ უბნის პრობლემებზე, უბნელების ახალი ამბების შესახებ. სამსახურში მოსვლამდე პროფილაქტიკაში შევიარე, ცოტა პრობლემა ჰქონდა ჩემს პატარა მანქანას. მასაც ყურადღება სჭირდება.

 დღეს ოზურგეთის ოლიმპიურ სახლში კრივის რინგის სექცია გაიხსნა, კრივის სექცია არსებობდა, მაგრამ რინგი არასოდეს ყოფილა. სპორტსმენებს ოლიმპიური სახლის პირველი სართული უზურფრუქტით გადაეცათ. სპეციალისტი კი იური საჯაიაა. სპორტსმენებმა მირჩიეს ადგილზე ვნახო რა სიტუაციაა.  რამდენიმე დღის წინ მე და ნინო ტაბატაძემ მოვინახულეთ ოლიმპიური სახლი და რინგიც დავათვალიერეთ. მივესალმები კარგი საქმეების კეთებას ჩემს ქალაქში, მითუმეტეს იმას რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება. დღესვე ოფიციალურად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოზურგეთის რაიონულ სამსახურს გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა უვადო უზურფრუქტით გადასცა, სადაც სამედიცინო პერსონალისათვის და მძღოლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე სამედიცინო ცენტრ ,,მედალფა“-ს კლინიკაში იყო განთავსებული. როცა სასწრაფოსათვის შენობის  და სარემონტო თანხების გამოყოფისათვის მერია საკრებულოსაგან თანხმობას ითხოვდა, საკრებულოს წევრები ერთიანად თანახმა ვიყავით. რაც სამწუხაროდ ქალაქის საკრებულოში იშვიათობაა, ხანდახან კარგი საქმეების კეთების შემთვევეაშიც, აბა შეცდომებზე ყვირილს ვერავინ დამასწრებს.

საღამოს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ჩოხატაურში თბილისიდან, ჩავაკითხე და ნიაბაურში წავედით ჩვენს მეგობარ ჩხაიძესთან. რესტორანი ,,ნიაბაური“, სადაც ჩვენი სამეგობროს შეხვედრების ადგილია, სადაც მართლა სამოთხეა და უგემრიელესი კერძები. ამას რეკლამის გულისთვის არ ვწერ და იმის გამო, რომ რესტორნის მფლობელი ჩემი მეგობარი მარინა ჩხაიძეა, ეს მართლა ულამაზესი და უმშვენიერესი ადგილია მდინარე აჭის ხეობაში.

10 აგვისტო, ოთხშაბათი

პაპანაქება სიცხეებია, თან აგვისტო და შვებულებების დრო. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური დუღილი ქვეყანაში. ეს ერთადერთი არჩევნებია, სადაც მონაწილეობას არ ვიღებ… კი, არჩევნები აზარტია. მე მგონი, მომენატრა.

დილით ისევ მეზობლები დამემგზავრენ. სამსხურში, როგორც კი შემოვდივარ, საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ოთახს გულგრილად ვერ ჩავუვლი. ჩვეულ ამპლუაში არიან. ამ კვირაში არც ბიუროს სხდომაა და არც საკრებულოს, თორემ აპარატის უფროსს ასე მშვიდად ვერ ვნახავდი, შესაბამისად ვერც დანარჩენებს. ჩემი ქეთი (კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი) შვებულებაშია, თორემ აუცილებლად გამახსენებდა ან წერილს, ან ისეთ თემას, რომელიც შეიძლება გამომრჩენოდა.

ბატონ გურამ ბერძენიშვილთან შევედი, ცენტრალური სტადიონის სახელის მინიჭების თაობაზე, წინა კვირაში, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიებს გაერთიანებული სხდომა გვქონდა.  მარტო ამ თემაზე არ გვისაუბრია _ ძალიან მიყვარს ბატონ გურამთან საუბარი, მრავალმხრივ ნიჭიერი და განათლებული ადამიანია.

მოქალაქეთა მიღების დღეები, როგორც საკრებულოს წევრს და კომისიის თავმჯდომარეს გამოყოფილი მაქვს  გრაფიკის  მიხედვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა მოქალაქეები მოდიან  _ პასუხის გაცემა და დახმარება ჩვენი მოვალეობაა. ამ დღესაც ორი მოქალაქე მოვიდა ანასეულიდან ,,C” ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ,,c“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევას, რაც დიდი შეღავათია ამ ვირუსით დაავადებულ ადამიანებისათვის. 

საღამო იყო უჩვეულოდ მშვიდი და წყნარი ოჯახთან ერთად _ დედაჩემთან, ჩემს დასთან და მუდმივად სახლიდან გავარდნილ ერეკლესთან (ჩემს დისშვილთან) ერთად.

11 აგვისტო, ხუთშაბათი

დილით სამსახურში მოვედი, ელ-ფოსტას გადავხედე; განათლების სამინისტროში უნდა ვიყო 19 აგვისტოს, როგორც MSPA-ს მუშა ჯგუფის წევრი, შეხვედრაა სკოლამდელი განათლების საკითხთან დაკავშირებით. სექტემბრის დასაწყისში კი GIZ  ბორჯომში აწყობს ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონის თვითმმართველობის წევრ ქალებთან ერთად. რეგიონალური გაზეთები და  Facebook-ი აჭრებულია ოზურგეთელების ერთი ნაწილის პეტიციით, ე.წ. 9 აპრილის პარკში გზის გაჭრასთან დაკავშირებით. სამშაბათს, 16 აგვისტოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო განხილვაზე ვართ მიწვეული. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და კიდევ ვაპირებ აზრი გამოვთქვა.

ხუთშაბათს, სრულიად მოულოდნელად სტუმრები მეწვივნენ. საკრებულოს თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ მივდიოდი და პარასკევსაც ვერ მოვახერხებდი სამსახურში მოსვლას. გელა _ მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რაც მთავარია კარგი ხელმძღვანელი, ასევე მშვიდად შეხვდა ჩემს თხოვნას. ჰოდა, გავყევი ჩემს სტუმრებს სენაკის მუნიციპალიტეტში ნოქალაქევი-არქეოპოლისის დასათვალიერებლად. ალბათ 20 წლის უკან ვიყავი ნოქალაქევში, მაშინ, როცა მუზეუმში ვმუშაობდი და ენვერ გოგუაძე გვიყვებოდა თანამშრომლებს კოლხეთის სამეფოს დიდებაზე. ჯერ მუზეუმი დავათვალიერეთ; აბა ისე როგორ იქნებოდა… ვთვლი, რომ მაინც მუზეუმელი ვარ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ლამის ოცი წელი ვიმუშავე… მერე ნოქალაქევის, ციხეგოჯის გალავანი, ეკლესია და ძველი კოლხეთის სამეფოს დიდების ნაშთები. სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ.

სენაკიდან ბათუმში გავემგზავრეთ. საღამო ძველი ბათუმის ერთ-ერთ კაფე-რესტორანში გავაგრძელეთ.

12 აგვისტო, პარასკევი

ბათუმი. დილა ინტერნეტში რეგიონალური გაზეთების გაცნობით იწყება, რა ხდება ახალი, რაიმე არ გამომრჩეს, თუ საჭირო იქნება მივატოვებ სტუმრებს და ჩემს უპირველეს საქმეს, რასაც საკრებულოს წევრობა და კომისიის თავმჯდომარეობა ჰქვია მივხედავ, ანუ ოზურგეთში მივბრუნდები. არ დარჩა საჭირო, ამიტომაც პარასკევი ჩემს საყვარელ ბათუმში სტუმრებთან ერთად გავატარე. საღამოს ქედაში _ ღვინის სახლში წავედით.

შაბათ-კვირისათვის მეგონა, რომ ჩემი ორი ყველაზე საყვარელი ბიჭი მესტუმრებოდა სამეგრელოდან, ჩემი ყველაფერი რომ არიან  _ იოვანე და ერეკლე, ორი და სამი წლის ბიჭები (დისშვილიშვილები), მაგრამ იმ კვირაში დაგეგმეს ჩამოსვლა.  ახლა მაინც ვერ მივიცლიდი. ვერც ჩემი საყვარელი ნათლული თომა ვნახე, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩამოდის ოზურგეთში ამერიკიდან  (ცუდი ნათლია ვარ, მაპატიეთ, ჩემო ძვირფასო ნათლულებო) და ვერც ჩემი ბიძაშვილი თიკო, რომელიც ავსტრიიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით.

13-14 აგვისტო, შაბათი, კვირა

ბათუმი, ბათუმი, ბათუმი…

შემდეგი კვირის "ბლოგ-პოსტს" ჩემს კოლეგას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ლელა ნაცვალაძეს ვაბარებ.

ირინე საჯაია,
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დღეს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება

10:26; 14 სექტემბერი, 2026

ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ვინ ამზადებს სარჩელს ქალაქ ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

12:04; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14.09.2026
სამართალი

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა  

10:30; 14.09.2026
საზოგადოება

დღეს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება

10:26; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026
0

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო