გურია ნიუსის ინფორმაციით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მაჟორიტარ კანდიდატად რაგბისტ ირაკლი აბუსერიძეს დაასახელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში და აღნიშნავენ, რომ კანდიდატების ვინაობა 21 საათზე გახდება ცნობილი.
თუმცა, გურია ნიუსის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატი თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მომღერალი ზაზა ხუციშვილი იქნება.
კანდიდატად დასაახელებენ, პოლიტსაბჭოს ახალ წევრს, სოლიდარობის ფონდის პრეზიდენტს მარიამ ჯაშსს.
"ქართული ოცნება" საბურთალოს ერთ-ერთ საარჩევნო ოქლში ასევე პოლიტსაბჭოს ახალ წევრს მამუკა მდინარაძეს დაასახელებს. საბურთალოზე იქნება წარდგენილი ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურაც.
ჩვენი ინფორმაციით "ქართული ოცნება" თბილისის ერთ-ერთ უბანში კანდიდატად დაასახელებს ინტელექტკლუბ "რა? სად? როდის" პროდიუსერსა და წამყვანს გიორგი მოსიძეს.
მმართველი პარტიის რჩეული გახდა ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილიც.
"ოცნების" ერთ-ერთი კანდიდატი იქნება ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ყოფილი "ქრისტიან-დემოკრატი" ზაზა გაბუნია.