პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.
შესაბამისი განკარგულება, რომელსაც საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ გამოსცა.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ცნობით, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ. „დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“, _ განაცხადა თამარ ჟვანიამ.