REUTERS-ის ინფორმაციით, რუსი მორბენალი, სტეპანოვა ამბობს, რომ შემთხვევითობა არ იქნება, თუ რამე დაემართება.
მისი თქმით, იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა მისი ადგილმდებარეობის დადგენა სცადეს.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, იულია სტეპანოვას ონლაინ დოპინგ მართვის ანგარიში უკანონოდ შემოწმდა.
როგორც ცნობილია, დოპინგ სკანდალი რუსი ერობნების100-ზე მეტ მონაწილეს, რიოს თამაშებზე საკუთარ ადგილად დაუჯდა.
მაწყებლის ინფორმაციით, სტეფანოვა მეუღლესთან ერთად, რომელიც ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილი ოფიცერია, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმალებოდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელი შეუწყო ოლიმპიური სპორტის ღალატს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე სტეფანოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჰაკერული თავდასხმის შემდეგ საცხოვრებელი ადგილი ისევ შეიცვალა.
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვინმე ADAMS ექაუნთის გატეხვას ცდილობს ადგილმდებარეობის დადგენაა, ამიტომ უსაფრთხოდ მივიჩნიეთ ადგილმდებარეობა შეგვეცვალა“, _განაცხადა სტეპანოვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რამე დაემართება შემთხვევითობა არ იქნება.
"თუ რამე შეგვემთხვევა, უნდა იცოდეთ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა", _ამბობს სპორტსმენი.
როგორც ცნობილია, სპორტსმენები დოპინგტესტის გავლის დროს ყოვედღიურად აფიქსირებენ ადგილმდებარეობას.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტეპანოვამ და მისმა მეუღლემ უსაფრთხოების მიზნით არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, ხოლო დოპინგ სკანდალი მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გაკრიტიკებაში კიდევ უფრო დაეხმარა.
ვიტალი სტეპანოვის თქმით, მან არ იცის ვინ გატეხა მეუღლის ანგარიში, მაგრამ ამბობს, რომ წყვილს რუსეთის ხელისუფლებიდან უთვალთვალებდნენ.
რუსეთის სპორტის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ წყვილს ემუქრებიან.
სტეპანოვის თქმით, მათ უარი განაცხადეს ოლიმპიურ თამაშებს დასწრებოდნენ.
მაუწყებლის ცნობით, რიოს ოლიმპიადაზე უსაფრთხოების ნორმები შეშფოთებას იწვევს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, ამერიკის ოქროს მედალოსანი მოცურავე, რიან ლოჩტე იარაღის მუქარით პოლიციის ოფიცრების ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცებმა გაქურდეს.
„ოლიმპიური თამაშების ყურებით და სიახლეების კითხვით, რაც იქ ხდება, მოხარული ვარ, რომ არ წავედი", _ განაცხადა სტეპანოვამ.