ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით, ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, სწრაფად მოძრავი ძლიერი ხანძრის გამო სან ბერნარდინოდან 82 000 ადამიანია ევაკუირებული.
როგორც ცნობილია, ხანძარი სამშაბათს უღელტეხილზე გაჩნდა და 15 000-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო ათიათასობით სახლს დაწვის საფრთხე ემუქრება.
გავრცელებული ცნობით, ძლიერმა ხანძარმა ჩრდილოეთ კალიფორნიაში შაბათს 175 სახლი გაანადგურა, ხოლო ამ დღეებში მომხდარმა კიდევ ერთმა ხანძარმა 6 900 აკრი და 40-ზე მეტი შენობა იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტო.
ხელისუფლების განცხადებით, მას გასლ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ 17 ხანძარში ედება ბრალი.
როგორც ცნობილია, ის სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარსდგება.