სომალში პრეზიდენტის რეზიდენციასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, აფეთქების შედეგად 5 ჯარისკაცი დაიღუპა.
"პრეზიდენტის რეზიდენციის გარეთ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის გამოც რეზიდენციის მოპირდაპირედ მდგარი 2 სასტუმრო ნაწილობრივ განადგურდა,"_აცხადებს პოლიციის მაიორი.
როგორც ცნობილია, თავდასხმა სომალელ შეიარაღებულ მებრძოლთა დაჯგუფება "ალ შაბააბის" ორგანიზებულია.