საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ შედეგებით, ქართველი მოჭიდავეები, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე არიან.
30 აგვისტოს მოპოვებულ ოქროს (გიორგი მელია) და ბრინჯაოს (ნუგზარ წურწუმია) მედლებს, გუშინ კიდევ სამი ოქროს მედალი დაემატა _ დავით ჩხარტიშვილი, რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.