თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.
აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია. თბილისის
მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.