მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს დასავლეთ საქართველოში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარაში. ახალსოფელსა და სარფში _ ქუჩები, გონიოსა და კვარიათში კი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა.
დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს დატბორვა მოუწესრიგებელმა სანიაღვრე ახებმა გამოიწვია. ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები, რის გამოც სარფი-ბათუმის საავტომობილო გზა ერთი საათით ჩაკეტილი იყო.