ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს გურიაში ხვდება.
შეხვედრის დასაწყისშივე "გურია ნიუსის" დასმულ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი ქმედებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის ძირითადი პრობლემა ძალადობრივი მეთოდით მმართველობა იყო და დღესაც რჩება.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღიარა ჩადენილი შეცდომები, ივანიშვილმა უპასუხა:
"გამოვიდნენ და აღიარონ რომ აწამებდნენ, კლავდნენ, ძარცვავდნენ. ახლა რას გვპირდებიან აღარ გააუპატიურებენ? აღარ მოუკლავენ შვილებს? აღარ წაგვართმევენ ბიზნესს? – ამას გვპირდებიან? ეს შეცდომა შემოიტანეს ისე ლამაზად, ლაღად, რომ თითქოს რაღაც შეეშალათ. ეს განმარტონ ძალიან კარგად, რა შეცდომებზე ამბობენ უარს?!"_ განაცხადა ივანიშვილმა.