"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძე ინიშნება, რომელსაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე წლის წინ ეკავა. და ე.წ. "ტრაქტორების საქმის" გამო თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. აღსანიშნავია, რომ დავით კირვალიძე ის მინისტრია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველა შეხვედრაზე აქებს და აღნიშნავს, რომ ასეთი კარგი მინისტრი არ გვყოლია, კირვალიძე ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კირვალიძის დაბრუნებას სთხოვდა.
"კირვალიძე საერთოდ ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო. როდესაც იყო სამინისტროში კითხვის ნიშნები, არავინ დავზოგე. კირვალიძის ბრალეულობა კი არ დამტკიცებულა და დღესაც ის ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებაა. სხვათაშორის, მქონდა საუბარი კვირიკაშვილთან, რომ კარგი იქნება, თუ ახალ გუნდში კირვალაძეს დააბრუნებთ", _ აღნიშნავს ივანიშვილი.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ არ ადასტურებენ.
ჩვენი ინფორმაციით, კირვალიძეს რამდენიმე დღეში წარადგენენ.