პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე დღეს იმსჯელებს.
მოსამართლეობის კანდიდატებს – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რომელიც 1:00 საათზეა ჩანიშნული.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეა.