გასული დღე-ღამის განმავლობაში, ავღანეთის დედაქალაქში ოთხი აფეთქება მოხდა. შეტაკებები უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის მიმდინარეობს. დაღუპულია 24 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლთა შორისა არიან სამხედრო პირები.
პირველი აფეთქება, დისტანციური მართვის ბომბით თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. მეორე აფეთქება კი იმავე ადგილას კამიკაძე ტერორისტმა მას შემდეგ განახორციელა, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამხედროები მივიდნენ.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "თალიბანი" იღებს.