სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ყოველთვიურად მიიღებენ 50 ლარიან დანამატს _ ამ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწრთვნელის დიპლომს ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. იმ შემთხვევაში, თუმწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება.
არსებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული, თუმცა მთაში სპორტის მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არსებული სიის კორექტირებას მოახდენს.პროგრამის განსახორციელებლად წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 60 ათას ლარამდეა.