ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის ინტელექტის შვიდი ტიპი გამოკვეთეს.
ლინგვისტური. ვისაც ის გააჩნია, შეუძლია საინტერესო ისტორიები გზადაგზა შეთხზას და მოსწრებულად თქმის შემთხვევა ხელიდან არ გაუშვას.
სივრცითი _ ასეთ ადამიანებს ჩინებული ორენტაცია აქვთ.
ლოგიკურ-მათემატიკური _ ასეთი ნიჭით ბუღალტრები და პროგრამისტები გამოირჩევიან.
მუსიკალური _ ვისაც ის განვითარებული აქვს, ბგერების სამყაროში ცხოვრობს.
სოციალური _ ეს ადამიანებთან თანხმობით ცხოვრების ნიჭია.
სხეულის _ ის სპორტსა და ცეკვაში წარმატებას უზრუნველყოფს.
შიგაპიროვნული _ მათ მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მთელი ცხოვრება თვითშეცნობას მიუძღვნან.