CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი ტერორისტული თავდასხმაა მოსალოდნელი და საფრანგეთი კვლავ რჩება ტერორისტების სამიზნედ.
"საფრთხე მაქსიმალურია, ჩვენ, ეს ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურები ყოველდღე შლიან თავდასხმებს და ერაყისა და სირიის ქსელების დემონტაჟს ანხორციელებენ,"_განაცხადა ვალსმა.
მანუელ ვალსის განცხადებით, ხელისუფლება საფრანგეთში 15 000-მდე ადამიანს აკვირდება, ვინც მათი აზრით რადიკალიზაციის პროცესშია ჩართული.
მან ასევე აღნიშნა, რომ 700-მდე საფრანგეთის მოქალაქე ერაყსა და სირიაში იბრძვის.
"თითქმის 700 ჯიჰადისტი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლებიც ერაყში იბრძვიან, მათგან 275 ქალია, ხოლო რამდენიმე ათეული არასრულწლოვანია,"_აღნიშნა ვალსმა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.