საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით 3000-მდე ზარი შევიდა.
მათივე ინფორმაციით, მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი.
"უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი დახმარება საჭირო არ გახდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფები უსაფრთხოების მიზნით მაინც გავიდნენ გამოძახების ადგილზე", _ აცხადებენ სააგენტოში.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით – ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ამავე თემაზე:
რატომ დგას თბილისში ბუნებრივი აირის სუნი
"პროცესზე პასუხისმგებლები არ ვართ" – "ყაზტრანსგაზ თბილისი" განმარტებებს აკეთებს