საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი თავის ინტრიგაზე რამდენჯერმე წამოაგო.
”მე ვახერხებდი მათ ინტრიგებზე წამოგებას. ვიცოდი, რომ მისმენდნენ. 2012 წელს ჩვენ დიდ აქციებს ვატარებდით. თბილისის აქციის წინ ტელეფონში სპეციალურად მასიურად ვსაუბრობდი თუ როგორი ბრიყვები არიან ”ნაციონალები”, რადგან ასეთი დიდი აქციები რომ დაეწყოთ ჩვენ ასეთ შედეგს ვერ მივიღებდით-მეთქი.
ჭამა ეს სააკაშვილმა და დაიწყეს თბილისში მომზადება ამისთვის. 80 000 კაცი მთელი დღე აგროვეს და ძლივს შეაგროვეს. ”დინამოს” სტადიონზე, 11:00 საათზე დანიშნული მიტინგი გადადეს 5-ჯერ. ადრე მიყვანილი ხალხი დაიღალა და გინება დაიწყეს, იმათ ცალკე ვერ აჩერებდნენ.
მოკლედ ვერ გაავსეს 80 ათასიანი სტადიონი. რამდენიმე დღეში ჩვენ გვქონდა აქცია. ამდენი ხალხი თბილისს ერთად არ უნახავს. მე ვფიქრობ, 700 000 ადამიანი იყო აქციაზე”, _ განაცხადა ივანიშვილმა