სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, ფრანგული ინვესტიციის ფარგლებში, მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით გახორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. (R)