სამხრეთ-დასავლეთ იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, 100-ზე მეტი შიდა ავიარეისი გადაიდო, ხოლო ხელისუფლების ბრძანებით, 600 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, იაპონიაში წყნარი ოკეანის სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, წყალდიდობა, მეწყერი და ძლიერი ტალღები გამოიწვიოს.