”თავიდან პარტიაში იყო პოზიცია, რომ ნამდვილად არავითარი პრობლემა არ გვქონდა და როდესაც მემორანდუმის შემოთავაზება დაანონსდა, არანაირი დიდი წინააღმდეგობა, რომ ხელი მოგვეწა, არ იყო, _ ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ტუღუში.
გიორგი ტუღუში ”ქართული ოცნების” მიერ პარტიებისთვის ხელმოსაწერად ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს.
„იმ დღიდან, რაც დააანონსეს, რომ მემორანდუმის ტექსტს წარმოადგენდნენ, გავიდა რამდენიმე დღე და ამ მოკლე პერიოდში ადგილი ჰქონდა არა ერთ ინციდენტს და თავდასხმას ჩვენს ოფისებზე, ასევე, პარტიის ბანერებზე, სხვადასხვა მასალებზე. იყო ფიზიკური დაპირისპირება ოფისებში. მთელ ამ მოვლენებში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია და არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა”, _ განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” პირობას დებს, რომ არც ერთ პარტიას საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელს არ შეუშლის.
”ჩვენ მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნით არის შესრულებული”, _ აცხადებს ტუღუში.