თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ლალი, ალმასი, ტოპაზი და ცირკონი.
ლალის ქვა დაგეხმარებათ ენერგიების სწორად გადანაწილებაში, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისაგან, შეგმატებთ თავდაჯერებულობას და დაგარწმუნებთ საკუთარ ძალებში. ასევე, აგარიდებთ შესაძლო დაავადებებს.
ალმასი მოზიდავს თქვენსკენ წარმატებებს, დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში, იზრუნებს თქვენს სულიერ წონასწორობაზე. ასევე დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოქმედებაში.
ტოპაზი საკუთარ ძალებში დაგარწმუნებთ. აგარიდებთ ავ თვალს და შეგმატებთ თვითრწმენას. დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე.
ცირკონის ქვა ხელს შეგიწყობთ პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში შეცდომებს აგარიდებთ და ასევე, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებაში დაგეხმარებათ.