ბევრი გერმანელის აზრით, შაბათ-კვირას ამინდი უარესდება.
გაზეთ „შპიგელის“ თანახმად, 15-წლიანმა დაკვირვებამ გამოააშკარავა, რომ ისინი სიმართლესთან ახლოს არიან.
როგორც დაფიქსირდა, ყველაზე თბილი დღე ოთხშაბათობითაა, ხოლო ყველაზე ცივი _ შაბათობით.
შაბათობით წვიმის სახით მოსული ნალექი 15 პროცენტით მეტია დანარჩენ დღეებთან შედარებით და საშუალოდ 10 პროცენტით მეტი ნალექი მოდის, ვიდრე ორშაბათობით, კვირის ყველაზე მშრალ დღეს. სამშაბათობით საშუალოდ 15 წუთით მეტხანს ანათებს მზე, ვიდრე შაბათობით.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლოს დაგროვილი გამონაბოლქვი მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კონდენსირდება და ღრუბლის მასებში წყლის წვეთების შემცველობა იზრდება.