საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალების გამო ისრაელის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„მინდა, ამ მძიმე წუთებში, მთელი ქართველი ერის სახელით, თანადგომა გამოვუხატო ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელ ხალხს.
ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს ებრაელი ხალხის გამორჩეული შვილის, ბატონი შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ბატონი შიმონ პერესი იყო ლეგენდარული ადამიანი, არა მარტო ისრაელის სახელმწიფოსათვის, არამედ მსოფლიო პოლიტიკისთვისაც. იგი იდგა ახალი სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან და ექვს ათულ წელზე მეტ ხანს ემსახურა თავის სამშობლოს. ებრაელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს", _ აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის სამძიმრის წიგნში დატოვა.