ჩინეთში გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ჩინეთში გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი 2-ჯერ ჩამოწვა და სოფელ სუინჩახში საცხოვრებელი სახლები გაიტაცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 33 დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო ქმედებებში სამაშველო ბრიგადების დასახმარებლად მძიმე ტექნიკა და ათასზე მეტი ადამიანია მობილიზებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაიფუნმა აღმოსავლეთ ჩინეთამდე ტაივანს გადაუარა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 625 დაშავდა, ათასობით საცხოვრებელი სახლი კი დაიტბორა.