ფიცის დადების შემდეგ მოსამართლეები იმსჯელებენ, რამდენად არის საჭირო გახმაურებულ საქმეებზე ახალი გარემოებების გამოკვლევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩევლმა გიორგი ლომთაძემ ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ახალი მოსამართლეები დადებენ ფიცს და პლენუმი შეუდგება უფლებამოსილებას ოფიციალურად, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რამდენად არის საჭირო ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა. შესაბამისად, მოსამართლეთა მიერ საქმეების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად იქნება საჭირო, რიგ საქმეებზე არსებითი განხილვის ახლიდან ჩატარება და რიგ საქმეებზე გაგრძელება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, _ აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
მოსამართლეები აცხადებენ, შესაძლოა, დღეს და ხვალ რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება.