ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილება გაიხსნა. განყოფილების უფროსად დაინიშნა კოტე ქარუხნიშვილი, რომელიც წარმოშობით თბილისიდანაა. იგი 31 წლისაა და ამ დრომდე ურეკის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ბახვის პოლიციის განყოფილებაში სულ 8 თანამშრომელი იქნება, რომლებიც ოზურგეთის სოფლებს _ ბახვი, ცხემლისხიდი, ასკანა, მშვიდობაური, ძიმითი, ნაგომარი, ვაკიჯვარი, ფამფალეთი, მოემსახურებიან. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 მსგავსი განყოფილება გაიხსნება.
პოლიციის განყოფილების გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, აგრეთვე
გურიის პოლიციის მაღალჩინოსნებიი ესწრებოდნენ.