"არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა _ ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ", – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, პედაგოგებთან შეხვედრისას.
მინისტრმა თქმით, მასწავლებელს მხოლოდ უნდა დაეხმარო და ხელი შეუწყო აიმაღლოს კვალიფიკაცია.
”კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30-წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა _ ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ”.
მინისტრმა შეხვედისას აღნიშნა, რომ მისი სურვილია, მასწავლებლებთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის მასწავლებლის დღე, მასშტაბური და საყოველთაო დღესასწაული გახდეს.