სიტყვები გამოცდა, შეფასება, ბარიერი არ მომწონს, უნდა შევცვალოთ _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებთნ შეხვედრ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გოირგი კვირიკაშვილი დაესწრო.
განათლების მინისტრმა უპასუხა კითხვას, რა არის ახალი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პედაგოგები შეფასდებიან ახალი სქემით. როგორც ჯეჯელავამ განმარტა, ახალ სქემაში პედაგოგი შეძლებს, რომ თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს უფრო მეტი მიმართულებით, ვიდრე ახლა არის.
”საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი. ყველა გავა საგნის გამოცდაზე, რა ქულებსაც მიიღებს, იმ ქულების შესაბამისი კრედიტები მოხვდება მის ყულაბაში. გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა _ ამას ვანებებთ თავს.
პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელიც თქვენ გახსოვთ, იყო რაღაც ეტაპზე, დაბრუნდება და ისიც იქნება უბარიერო გამოცდა. ყველა გავა გამოცდაზე და ნახავს, შეაფასოს თავისი უნარები და შესაძლებლობები. ამის გარდა, ვაპირებთ 5-6 ახალი კომპონენტი შემოვიტანოთ სქემაში. ვფიქრობ, ერთ თვეში თქვენ წერილობით ნახავთ ამ სქემას”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.