დიდინეძში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები ზუგდიდის სამმართველოსთან იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანი კახა ქირია კი დაკითხვაზეა შესული.
არსებული ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ ინციდენტის შედეგად დაზარალებულები და "ქართული ოცნების" წევრებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.