ოზურგეთის, 55-ე საარჩევნო უბანზე, რომელის სასტუმრო "გურიაშია" განთავსებული, ერთ კაბინაში ორი ამომრჩეველი დაფიქსირდა.
"გურია ნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მოხუცმა ქალბატონმა დახმარება თვითონ ითხოვა, თუმცა, კომისიის წევრებიდან და დამკვირვებლებიდან მას არავინ დახმარებია.
მოგვიანებით, ერთ-ერთი ამომრჩეველი მასთან ერთად კაბინაში შევიდა და არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა.