ეგზიტპოლის შედეგებით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური "ქართული ოცნების" კანდიდატ ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, წილოსანმა ხმების 45% მიიღო. როგორც გვითხრეს, "ქართული ოცნების" კანდიდატს ხმების დიდი რაოდენობა ჩოხატაურში აქვს მიღებული.