"ქართული ოცნების" კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ნინო წილოსანი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ე "ნამდვილი გამარჯვებაა":
_ დიახ, ეს ნამდვილი გამარჯვებაა, დიდი და დაუღალავი შრომის შედეგი.
დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ ამ მოკლე პერიოდში მიგვეღო მაქსიმალური შედეგი.
მადლობა თითეულ მხადამჭერს, რომლებიც პირადად და სოციალური ქსელების მეშვეობით მამხნევებდნენ და კიდევ უფრო მეტ ძალას მმატებდნენ.
მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მიუხედავად სიტუაციებისა ინარჩუნებდნენ ობიექტურობას და სამართლიანობას.
ჩემო მეგობრებო ჩვენ წინ კიდევ მეორე ტური გვაქვს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომებით მოვიგებთ დამაჯერებელი შედეგით," _ წერს წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.