182 უბნის წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 47.1%; „ნაციონალური მოძრაობა“ 28.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5.5%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5.7%.
დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები.
უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თითქმის, ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა, შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 მანდატია.