კომპანია GFK-ს და TNS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი გამოეხმაურა. დავით თარხან-მოურავი, რომლის პარტიაც მესამე პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეგზიტპოლების მიხედვით ბარიერს ლახავს, გამოკითხვის შედეგებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ თუ არჩევნების საბოლოო შედეგად რიცხვები არ შეიცვლება, ხელისუფლება ამას გადაყვება.
„ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები, ჩვენი პარტიის 7 ათასმა აქტივისტმა ინსტრუქტაჟი გაიარა, გვაინტერესებდა, ვინმე ეგზიტპოლებთან დაკავშირებით თუ შეეკითხებოდა. ყველამ ხმა მისცა და არცერთს ეგზიტპოლების მკვლევარებმა შეკითხვა არ დაუსვეს. მე ვამბობ, რომ ეგზიტპოლები არის სიყალბე. ცუდი ის კი არაა, რომ "რუსთავი2" ამას აკეთებს, ამას ისედაც შეჩვეული ვიყავით, ცუდი ისაა, რომ ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს. ეს არის ტესტი, ელოდებიან ჩვენ რას გავაკეთებთ. მე ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უგნური ნაბიჯი არაფერი შეიძლება მოიფიქროთ. თუ გაბედავთ და ეს შედეგები დარჩება, პირობას ვაძლევ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება. აქციებიც იქნება, საკნებიც და სხვაც“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა,