საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულეს. მიღებული მონაცემების თანახმად, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მეორე ტური "ქართული ოცნების" კანდიდატს ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის გაიმართება.
ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში შესული ოქმების მიხედვით, რომელშიც ოზურგეთის ექვსი სოფელიც შედის ხმები ასე გადანაწილდა:
გურამ ჩალაგაშვილი (პარტია „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის) _ 644 ხმა; თამილა ჟღენტი (პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა) _ 27 ხმა; ნინო კვიტაიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) _ 3180 ხმა; გურანდა მანაგაძე (პატრიოტთა ალიანსი) _ 329 ხმა; ტარიელ კალანდარიშვილი (ლეიბორისტები) _ 206 ხმა; ამირან ჭაღალიძე (თოფაძე-მრეწველები) _ 27 ხმა;, ლაშა ჯიბლაძე („კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი”) _ 18 ხმა; ნინო წილოსანი (ქართული ოცნება ) _ 9320 ხმა; დავით ჟღენტი (დამოუკიდებელი კანდიდატი) _ 274 ხმა; აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) _ 5726 ხმა.
ლანჩხუთისა და ოზურგეთის (ნასაკირალი, ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური, ბაილეთი) საარჩევნო უბნებზე, ჯამში 19751 ამომრჩეველი მივიდა. მათგან 655 ხმა ბათილად ჩაითვალა.