საოლქო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულეს. მიღებული მონაცემების თანახმად, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მეორე ტური "ქართული ოცნების" კანდიდატს ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის გაიმართება.
ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში შესული ოქმების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: გურამ ჩალაგაშვილმა 1555 ხმა აიღო(12.9%); თამილა ჟღენტმა _ 21 (0.2%); ნინო კვიტაიშვილმა _ 922 (7.7%); გურანდა მანაგაძემ _ 131 (1.1.%0); ტარიელ კალანდარიშვილმა _ 42 (0.3%); ამირან ჭაღალიძემ _ 19 (0.2%); ლაშა ჯიბლაძემ _ 9 (0.1%); ნინო წილოსანმა_ 5623 (46.7%); დავით ჟღენტმა _ 713 (5.9%), აკაკი ჩხაიძემ _ 3000 (24.9%).