დღეს, წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. ეს ნიშანია, რომ საქართველოში სულიერი სიყვარული იზრდება, _ ბრძანა უწმინდესმა.
„მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომელიც გუშინ გაიმართა. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ. მე მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმათ და სიყვარული გამოიჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია“, _ ბრძანა ილია მეორემ.