დიდ ბრიტანეთში ტარდება კონკურსები, სადაც ირჩევენ თავისი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალს, ოღონდ მისი სილამაზე ბუნებრივი უნდა იყოს.
ამჯერად ყველაზე ლამაზად აღიარეს 18 წლის ფლორენს ქოლგეითი. მან ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა.
საერთოდ ბრიტანელები ძალიან აფასებენ ბუნებრივ სილამაზეს. ქალიშვილი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ათი ოპერაცია მაინც აქვს გაკეთებული სილამაზისთვის ყველაზე დაბალ ქულებს აგროვებს.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა ბუნებრივი სილამაზე და მათემატიკურად გათვლილი პროპორციები იყო.