„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია"", _ ამ განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაანონსებულ ცვლილებებს.
ჩიხრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ერთპარტიულად შეიცვლება კონსტიტუცია, ეს ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.
„არანაირად არ არის სასურველი და დემოკრატიისთვის ეს არის მიუღებელი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის შედეგად მიღებული, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული და საერთოდ ქვეყანას იმდენი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი, რომ ამ პრობლემებზე უფრო მეტად უნდა ხდებოდეს აპელირება მმართველი ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს", _ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.