ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მზეზე აქტივობის მორიგი პიკი იწყება, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. თუმცა, მათი სიტყვებით, ეს პროცესი არ იქნება ისე ფართოდ გამოკვეთილი, როგორც ეს 2000 წელს იყო და, ამიტომ არ უნდა მოახდინოს სერიოზული გავლენა დედამიწის მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე.
„კატაკლიზმები მზეზე, ჩვეულებრივ, დედამიწაზეც აირეკლება. მაგნიტური ქარიშხლების გავლენა დედამიწელთა ჯანმრთელობაზე უკვე მტკიცედ დამკვიდრდა საზოგადოების აზროვნებაში, რაც დღეისთვის სტატისტიკური და კლინიკური გამოკვლევებით მტკიცდება, – განაცხადეს ამერიკელმა ექსპერტებმა, – მეტეო და ელექტრომაგნიტური ქმედებების შეგრძნების ხარისხის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს შეფარდებით 9:6:4, შესაბამისად, ატმოსფეროს ტემპერატურაზე, მაგნიტურ შეშფოთებებსა და ატმოსფერულ წნევაზე”.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა გართულების რიცხვი ცხადად იზრდება მაგნიტური ქარიშხლის შემდეგ.
ამავე დროს, ადამიანის ორგანიზმში ჯერჯერობით არ აღმოჩენილა რაიმე ორგანო ან უჯრედი, რომელიც თავის თავზე აიღებდა საკმაოდ მგრძნობიარე გეომაგნიტური შეშფოთების მიმღების როლს.
რაც შეეხება მზის აქტივობის მომავალ პიკს, ექსპერტების აზრით, ის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე 2000 წელს და არ უნდა მოახდინოს სერიოზული გავლენა არც ადამიანების ჯანმრთელობაზე და არც ტექნიკის ფუნქციონირებაზე.