ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ შენობებში, მამაკაცებისთვის განკუთვნილი სველ წერტილები ახალშობილებისთვის საფენის გამოსაცვლელად საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყველა სიტუაციაში სველ წერტილებზე ხელმისაწვდომობის აქტის მიხედვით, ორივე სქესისთვის განკუთვნილი სველი წერტილები უნდა იყოს ფიზიკურად უსაფრთხო, ჰიგიენური და შესაბამისი ბავშვისთვის საფენის გამოსაცვლელად.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი კონგრესმენმა დევინ ნ ციცილინმა პირველად აპრილში დააყენა.
"მნიშვნელოვანია, რომ ისინი მალე იყოს ხელმისაწვდომი ოჯახისთვის მეგობრული გარემოს შესაქმნელად,"_აცხადებს კონგრესმენი.
როგორც ცნობილია, ახალი კანონი მიხედვით, საჯარო ადგილები დასაქმებული მშობლებისთვის უფრო კომფორტული გახდება.