თვეზე მეტია, რაც 19 წლის ლანჩხუთელი შაკო ზენაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შაკოს გამოჯანმრთელების საწინდარი მისი საზღვარგარეთ მკურნალობაა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ამიტომ ყველა, ვისაც გული შეტიკვა შაკოსა და მის ოჯახზე, შეძლებისდაგვარად, თუნდაც თითო ლარით, ცდილობს დახმარების ხელის გაწოდებას.
შაკოს სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი GE40BG0000000740520400, ასევე, ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის აბნენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე _ 0901200274, ზარის ღირებულება ერთი ლარია.
შაკოს დასახმარებლად ლანჩხუთის ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფის ინიციატივით, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში 13 ოქტომბერს, 18 საათზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომლის ბილეთის ღირებულება ხუთი ლარია.
ჩვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრი შაკოს გამოჯანმრთელების საწინდარია.